შეცდომები ქართულად — გასაგებად
2100-ზე მეტი კოდი. თითოეულზე: რომელი ნაწილია, რა მოხდა, რას შეამჩნევ მანქანაში და შეიძლება თუ არა სიარული. ტექნიკური ჟარგონის გარეშე.
შეაერთე პატარა ადაპტერი, დააჭირე ერთ ღილაკს — და 1 წუთში ქართულად გაიგებ, რა სჭირს მანქანას, რამდენად სასწრაფოა და რა დაჯდება შეკეთება.
სამი ნაბიჯი. ხელოსანი არ გჭირდება.
ადაპტერი OBD ბუდეში — საჭის ქვეშ, მუხლების დონეზე. 5 წამი, ხელსაწყოს გარეშე.
ტელეფონი ადაპტერის WiFi-ს. ინტერნეტი არ სჭირდება, მუშაობს გზაზეც.
1 წუთში — ყველა შეცდომა ქართულად, ჯანმრთელობის ქულა და შეკეთების ფასი.
ერთი აპლიკაცია — ხელოსნის დიაგნოსტიკა, მყიდველის შემოწმება და პირადი სერვის-წიგნაკი.
2100-ზე მეტი კოდი. თითოეულზე: რომელი ნაწილია, რა მოხდა, რას შეამჩნევ მანქანაში და შეიძლება თუ არა სიარული. ტექნიკური ჟარგონის გარეშე.
არა მხოლოდ ძრავი — მუხრუჭების (ABS/ESP), უსაფრთხოების ბალიშების (SRS) და გადაცემათა კოლოფის ბლოკებიც.
გამოასწორე — და ერთი ღილაკით ჩააქრე „Check Engine“. ABS და სხვა ბლოკებშიც.
მანქანის შიდა თვითტესტები (Mode 06): კატალიზატორი, ლამბდა-ზონდი, ცილინდრის გამოტოვება — შეცდომის გამოჩენამდე.
რა დაჯდება დეტალი და ხელობა — და რამდენი გადაიხადეს სხვა მძღოლებმა იგივე შეკეთებაში.
წაშლილი შეცდომები, გარბენი, ავარიის კვალი, თვითტესტები — ყიდვამდე, 2 წუთში.
Toyota და Lexus: თითოეული ბლოკის ძაბვა და წინაღობა. სუსტ ბლოკს ფერით გამოყოფს.
ყოველ შემოწმებას წინას ადარებს და გაფრთხილებს, როცა რამე თანდათან უარესდება.
ზეთი, ფილტრები, ღვედი, ანტიფრიზი, ტექდათვალიერება, დაზღვევა — დროზე შეგახსენებს.
საუკეთესო ხელოსნები რეიტინგით და შეფასებებით — მძღოლების მიერ, მძღოლებისთვის.
ბრუნები, სიჩქარე, ძრავის ტემპერატურა, დატვირთვა, აკუმულატორის ძაბვა — რეალურ დროში.
ერთი ღილაკით გაუგზავნე ხელოსანს ან გამყიდველს Viber-ში, WhatsApp-ში.
VIN-ით ცნობს მარკას, წელს, ქვეყანას. ჩანს, რომელი შეცდომა დაბრუნდა წაშლის შემდეგ.
გამყიდველმა შეცდომები გუშინ წაშალა? გარბენი გადაგრეხილია? იყო ავარია? აპლიკაცია ამას ხედავს — მანქანის ბლოკები სიმართლეს ინახავს.
ჰიბრიდის ბატარეა ყველაზე ძვირი გაფუჭებაა. ერთი სუსტი ბლოკი მთელ ბატარეას აკლებს ძალას — და „Check Hybrid System“ ინთება. აპლიკაცია თითოეულ ბლოკს ზომავს და დროზე გაჩვენებს, რომელი სუსტდება.
შეამოწმე მანქანა თვეში ერთხელ — აპლიკაცია ახალ შედეგს წინებს ადარებს და გეტყვის, თუ რამე თანდათან უარესდება: კატალიზატორი ზღვარს უახლოვდება, ნარევი „ღარიბდება“, გენერატორი სუსტად მუხტავს, ჰიბრიდის ბლოკები ერთმანეთს შორდება.
შემოწმების დრო რომ არ დაგავიწყდეს — თავად შეგახსენებს.
ერთი ვიზიტი ხელოსანთან დიაგნოსტიკისთვის — 20–50 ₾. ყოველ ჯერზე.
გადაიხდი მხოლოდ მაშინ, როცა კურიერი მოგიტანს — და ნახავ, რომ შენს მანქანაზე მუშაობს.
„იმუშავებს შენს მანქანაზე — ან ფულს არ გადაიხდი“. თუ ადაპტერი შენს მანქანას ვერ წაიკითხავს, უბრალოდ დაგვიბრუნებ და არაფერს გადაიხდი.
მუშაობს თითქმის ყველა ბენზინის მანქანაზე 2001 წლიდან და დიზელზე 2004 წლიდან (OBD-II): Toyota, Lexus, Hyundai, Kia, Mercedes, BMW, VW, Audi, Ford, Nissan, Honda, Subaru, Mazda, Chevrolet და სხვ. ABS და ბალიშების ბლოკების წაკითხვა დამოკიდებულია მარკაზე. თუ არ იმუშავა — დაგვიბრუნებ და არაფერს გადაიხდი.
iPhone ან Android. აპლიკაციის ჩამოტვირთვის ბმულს მიიღებ ადაპტერთან ერთად.
არა. 30 ₾ — ერთხელ: ადაპტერი + აპლიკაცია, ვადის გარეშე. 2 ცალი ან მეტი — 26 ₾ ცალი, 5 ან მეტი — 25 ₾ ცალი.
შეიძლება, მაგრამ გრძელი დგომისას ჯობია ამოიღო — ასე აკუმულატორს საერთოდ არ დახარჯავს.
არა. აპლიკაცია მანქანის ბლოკებს მხოლოდ კითხულობს. ერთადერთი, რასაც ცვლის — შეცდომების წაშლაა, და ამასაც მხოლოდ შენი დადასტურებით აკეთებს.
გადახდა კურიერთან, მიღებისას — ქეშით ან გადმორიცხვით. თბილისში 1–2 დღეში, რეგიონებში 2–4 სამუშაო დღეში. მიწოდება — 5 ₾.
ჩვენი მენეჯერი მალე დაგირეკავთ დასადასტურებლად.