50 ₾-დან · 2+ ცალი 48 ₾ · 5+ ცალი 45 ₾მიწოდება 5 ₾💳 ბარათით — მიწოდება უფასოან გადახდა მიღებისასამერიკული 1996-დან · ევროპული 2001-დან1 წლის გარანტიაარ იმუშავა? ფულს არ გადაიხდი
კონფიდენციალურობა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 8 ნოემბერი, 2026 · Avtoeqimi 1.3.0

ეს პოლიტიკა ეხება Avtoeqimi-ს („ავტოექიმი“) Android/iOS აპსა და avtoeqimi.ge-ს. მონაცემებზე პასუხისმგებელია შპს „ავტოექიმი“, ს/კ 402382337. დაგვიკავშირდი: support@avtoeqimi.ge. ქვემოთ აღწერილია 1.3.0-ის განახლებული ვერსია; ძველ ვერსიებში მონაცემების გაგზავნისა და წაშლის არჩევანი შეიძლება განსხვავდებოდეს.

1. ანგარიში და სტუმრის რეჟიმი

სკანირებისთვის, დემოსა და ძირითადი ფუნქციებისთვის რეგისტრაცია სავალდებულო არ არის — შეგიძლია აირჩიო „ანგარიშის გარეშე გაგრძელება“. პროფილის შექმნისას შეგყავს სახელი და გვარი; ტელეფონი არასავალდებულოა, თუმცა ხელოსნის შეფასებისთვის საჭიროა. ნომრის მფლობელობას SMS-ით არ ვამოწმებთ. Firebase Authentication ქმნის ტექნიკურ იდენტიფიკატორს (UID); სტუმარსაც შეიძლება ჰქონდეს ასეთი ID სერვერული ფუნქციის გამოყენებისას.

Google Firebase-ში ჩვენი დავალებით ინახება პროფილი, მოკლე ანგარიშის ID, UID, შექმნისა და განახლების დრო, აპის ვერსია, აწყობის ნომერი და პლატფორმა. მათ ვიყენებთ ანგარიშისთვის, მხარდაჭერისთვის, შენს მიერ გაგზავნილი ჩანაწერების დასაკავშირებლად და ბოროტად გამოყენების შესაზღუდად. სრული პროფილი საჯარო არ არის; შეფასებაში ჩანს სახელი და გვარის პირველი ასო. ტელეფონის ჰეში ან VIN-ის დაფარვა ანგარიშთან დაკავშირებულ ჩანაწერს ანონიმურს არ ხდის.

2. ტექნიკური ჟურნალები და შენი არჩევანი

პირველ გამოყენებამდე ჩანს ტექნიკური ჟურნალების განმარტება და ჩამრთველი „დიაგნოსტიკის ჟურნალების გაგზავნა“. საწყისი არჩევანი ჩართულია, თუმცა ავტომატური გაგზავნა არ იწყება ამ ეკრანზე არჩევანის შენახვამდე. შეგიძლია გამორთო მაშინვე ან სხვა → პარამეტრებში; სკანირება იმუშავებს. გამორთვა აჩერებს ავტომატურ ატვირთვასა და რიგის ავტომატურ გაგზავნას; უკვე გაგზავნილი მონაცემები ამით არ იშლება. მხარდაჭერისთვის კონკრეტული ჟურნალის ხელით გაგზავნა კვლავ შეგიძლია.

ჩართული არჩევანისას რეალური სკანირების ან კავშირის მცდელობის დასრულებისთანავე ჟურნალი ინტერნეტის ხელმისაწვდომობისას იგზავნება, სამდღიანი ლოდინის გარეშე; ოფლაინ ჩანაწერი ტელეფონში იცდის. ის შეიცავს ადაპტერის ბრძანებებსა და პასუხებს, ადაპტერის მონაცემებს, შეცდომის კოდებს, ბლოკებსა და პროტოკოლს, მანქანის მარკას/მოდელს/წელს, კავშირის ხარისხს, დროს, ანგარიშის ID-ს, ვერსიას, აწყობის ზუსტ ნომერსა და პლატფორმას. აპის შეცდომისას შეიძლება გაიგზავნოს შეცდომის ტექსტი, სტეკი და ბოლო ტექნიკური მიმოცვლა მომდევნო სინქრონიზაციაზე. ეს მხარდაჭერასა და თავსებადობის გაუმჯობესებას ემსახურება; ჟურნალები საჯაროდ არ ქვეყნდება.

ავტომატურ ჟურნალში სრული VIN, იაპონური შასის ნომერი და ტელეფონი იფარება; VIN-იდან რჩება მწარმოებლის პირველი 3 ნიშანი და მოდელის წლის ნიშანი. სრული VIN შეიძლება გაიგზავნოს ცალკე მხარდაჭერის რეპორტში შენი მოქმედებით. „ამოუცნობი მანქანის VIN-ის გაგზავნა“ ცალკე არჩევანია, საწყისად გამორთული: მისი ჩართვისას იგზავნება VIN, მარკა/მოდელი, ბლოკების სია და ჟურნალი — თითო მანქანაზე აპის ყოველ ვერსიაში ერთხელ. ავტომატური ჟურნალების გამორთვა ამ ავტომატურ რეპორტსაც აჩერებს.

„პრობლემა მაქვს“ რეპორტს გაგზავნამდე თავად ადასტურებ. მას ახლავს აღწერა, ანგარიშის ID/UID, მითითებული ტელეფონი, აპის ვერსია, აწყობის ზუსტი ნომერი და პლატფორმა; VIN/შასი, მარკა/მოდელი, პროტოკოლი, პასუხის გამცემი ბლოკები და არჩეული ჟურნალი მხოლოდ „VIN-ისა და ჟურნალის დართვის“ არჩევანით ერთვის. რეპორტი და დანართი ოფლაინ ერთად იცდის; მიმაგრებული ჟურნალის შემთხვევაში რეპორტი ჟურნალის ატვირთვის შემდეგ იგზავნება. შენახული სესია და ანგარიშიდან ნაგულისხმევად გაგზავნილი ჟურნალი VIN-დაფარულია, მაგრამ რეპორტთან გაგზავნილი ავარიული დახურვის ტექსტი ან ანგარიშიდან „VIN-ის ჩათვლით“ ხელით გაგზავნა შეიძლება სრულ VIN-ს შეიცავდეს. ამ რეპორტებს კონტაქტები, ფოტოები და მდებარეობა არ ერთვის.

სერვერზე ჩვეულებრივი ჟურნალების შენახვის ლიმიტია ორი უახლესი ჟურნალი; ატვირთვის შემდეგ პერიოდული გაწმენდა ძველებსა და მათ ნაწილებს შლის. მხარდაჭერისთვის მიმაგრებული და ექსპერიმენტული პროტოკოლის ჟურნალები ამ ლიმიტში არ შედის და რჩება ანგარიშის წაშლამდე ან ცალკე წაშლის მოთხოვნამდე. შიდა ტექნიკურ არქივში ასლებს მხარდაჭერისა და კვლევისთვის ვინახავთ; ფიქსირებული ავტომატური ვადა დადგენილი არ არის. სრული წაშლის მოთხოვნა მოიცავს ამ არქივის იდენტიფიცირებად ასლებსაც და დასრულებულად არ ითვლება მათ დამუშავებამდე (იხ. წაშლა). ტელეფონში ჩვეულებრივ ინახება ბოლო 30 სესია, დაახლოებით 5,9 MB Android-ზე და 10 MB სხვა პლატფორმებზე; ჯერ უძველესი დაუცველი სესია იშლება, გასაგზავნი ჟურნალები და მხარდაჭერის დანართები კი მიწოდებამდე შეიძლება ამ ზღვარს გადააჭარბოს. სესიას ახლავს დრო, მანქანის მარკა/მოდელი/წელი, ადაპტერი, პროტოკოლი და შედეგის შეჯამება; შენახული სესიის VIN დაფარულია. სხვა → პარამეტრები → „ჟურნალი“ გაძლევს სესიის გახსნის, ერთი ან ყველა სესიის სისტემური გაზიარების და არჩეულის ჩვენთვის გაგზავნის საშუალებას. ადრესატს თავად ირჩევ. 1.2 ვერსიიდან დემო რეჟიმის სკანირება არ ქმნის ჟურნალის სესიას, უცნობი კოდების შეტყობინებას ან სტატისტიკას; დემო მანქანის მიმოცვლა ავარიული დახურვის ჩანაწერსაც არ ერთვის.

ძველი ვერსიები: VIN-ის დაფარვა 1.2-იდან, ტელეფონის დაფარვა კი 1.3-იდან მოქმედებს; 1.1 და უფრო ძველ ვერსიებში ავტომატური ჟურნალი VIN-ს არ ფარავს. ძველ ხელით გაგზავნილ ან გაზიარებულ ჟურნალშიც შეიძლება სრული VIN იყოს, ხოლო დემო მონაცემები ჟურნალებში, უცნობ კოდებსა და სტატისტიკაში მოხვდეს. 1.2-ში ჩვეულებრივი ავტომატური ატვირთვა დაახლოებით სამ დღეში ერთხელ ხდებოდა და ძველ გამოშვებებში ტელეფონში მხოლოდ ბოლო სესიის ჟურნალი ინახებოდა. განახლებული 1.3.0-ის თანხმობისა და სრული წაშლის მექანიზმები ძველი ვერსიების ქცევას არ აღწერს; ძველი მონაცემების წაშლაც შეგიძლია ელფოსტით მოითხოვო.

3. ადგილობრივი მონაცემები და ცალკე სტატისტიკა

ავტოფარეხი/VIN, გარბენი, სკანირების ისტორია და Live Data, სერვისის ჩანაწერები, შეხსენებები, ჰიბრიდის ბატარეისა და აკუმულატორის ტესტები, Live Data CSV და PDF ანგარიშები ტელეფონში ინახება. შენახული ჯარიმა შეიცავს ნომერს, თანხას, თარიღს, ადგილსა და სტატუსს; შეხსენებებიც ტელეფონში იგეგმება. ექსპორტს სისტემური გაზიარებით თავად ირჩევ; მათი ნაწილი მხარდაჭერის ჟურნალში ან რეპორტში მხოლოდ შესაბამისი გაგზავნის გზით ხვდება. აპის გარეთ შენახულ ან სხვასთან გაზიარებულ ასლს აპი უკან ვერ წაშლის.

პარამეტრებში „ანონიმური სტატისტიკის გაზიარება“ დამოუკიდებელი არჩევანია, საწყისად ჩართული. რეალური სკანირების შემდეგ ის აგზავნის მარკას, მოდელს, წელს, მითითებულ ძრავს/საწვავს, გარბენის 50 000 კმ-იან დიაპაზონს, კოდებს/ბლოკს/სტატუსს და მხოლოდ კალენდარულ დღეს. შენახული სტატისტიკური ჩანაწერი არ შეიცავს VIN-ს, UID-ს, სახელს, ტელეფონს, ნომერს, მდებარეობას, ზუსტ გარბენს ან დროს. მოთხოვნა ავთენტიფიცირებული კავშირით მიდის; სტატისტიკის საბოლოო ჩანაწერში UID არ ინახება. საჯარო ანგარიში აჩვენებს მხოლოდ მინიმუმ 30 სკანირების ჯგუფების ჯამებს. ამ ჩამრთველის გამორთვა ტექნიკური ჟურნალების ჩამრთველს არ ცვლის.

სტატისტიკა გამოიყენება „საქართველოს ყველაზე საიმედო მანქანების“ ანგარიშისა და საერთო სტატისტიკისთვის. სტატისტიკის გაზიარების ჩამრთველი ტექნიკური ჟურნალის გაგზავნას არ თიშავს; ამისთვის მე-2 ნაწილში აღწერილი ცალკე არჩევანი გამოიყენე.

უცნობი დიაგნოსტიკური კოდის შეტყობინება (კოდი, მარკა, ბლოკი) და განმეორების შემზღუდველი UID-იანი ჩანაწერი დროით ცალკე იგზავნება; ის VIN-სა და მდებარეობას არ შეიცავს და ზემოთ მოცემული სტატისტიკისა და ჟურნალების ჩამრთველებით არ იმართება.

4. საჯარო ჩანაწერები და მოდერაცია

შეგიძლია წარადგინო ხელოსნის პროფილი, შეფასება, შეკეთების ტექსტი/ფასი ან კოდის აღწერის შესწორება. ჩანაწერი უკავშირდება შენს UID-ს. ბიზნესის პროფილში ინახება სახელი, ქალაქი, მისამართი, ტელეფონი, სამუშაო საათები, სპეციალობები, მარკები, სურვილის შემთხვევაში ფოტოს HTTPS ბმული და ბიზნესის კოორდინატები. მონაცემები საჯარო ხდება შემოწმებისა და დამტკიცების შემდეგ. რუკის პინი ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემია; ის არ არის მხოლოდ ლოკალური ძებნის მდებარეობა. ფოტო იტვირთება მითითებული ჰოსტიდან, რომელიც ჩვეულებრივ მოთხოვნის ტექნიკურ მონაცემებს იღებს; ფოტო გალერეის ან კამერის წვდომას აპი არ ითხოვს.

გამოქვეყნებამდე საჭიროა საჯარო კონტენტის წესებზე თანხმობა. ტექსტი მოწმდება შეურაცხყოფის, სიძულვილის, ბმულებისა და ტელეფონის სპამის გამოსავლენად; ახალი/შეცვლილი ტექსტი მოდერაციას ელოდება. თითოეულ საჯარო ჩანაწერზე შეგიძლია დააჭირო „დარეპორტება“ და მიუთითო მიზეზი ან „მომხმარებლის დაბლოკვა“ — ამ ავტორის მასალა შენთვის დაიმალება; დაბლოკვის სია ლოკალურად და ანგარიშთან ინახება. სამი სხვადასხვა მომხსენებლის შემდეგ ჩანაწერი იმალება შემოწმებამდე. საჩივარში ინახება მიზეზი, სამიზნე ჩანაწერი/ავტორი და მომხსენებლის UID. ადმინისტრაციას შეუძლია მასალის დამალვა/წაშლა და წესების დამრღვევი ავტორის შეზღუდვა. საჩივრებისთვის: support@avtoeqimi.ge.

დასამტკიცებელ ან უარყოფილ ბიზნესის პროფილს მხოლოდ მისი მფლობელი და ადმინისტრატორები ხედავენ; საჩივრები არასაჯაროა, კოდის აღწერის წინადადებები გადამოწმებას ელოდება. გაუგზავნელი საზოგადოებრივი ჩანაწერები ტელეფონში დროებით ინახება და გაგზავნა მოგვიანებით მეორდება. მხარდაჭერისა და საზოგადოებრივი ჩანაწერებისთვის ფიქსირებული ავტომატური წაშლის ვადა არ გვაქვს; ანგარიშთან დაკავშირებულ მონაცემებზე მოქმედებს მე-8 ნაწილის წაშლის პროცესი.

შეფასებების განმეორების შესაზღუდად ცალკე, არასაჯარო ჩანაწერში ვინახავთ ნორმალიზებული ტელეფონის SHA-256 ჰეშს, ხელოსნისა და ანგარიშის ID-ს და ბოლო შეფასების დროს. იმავე ნომრით იმავე ხელოსნის შეფასების დამატება ან განახლება შვიდდღიან შუალედს ექვემდებარება. SMS-ით დაუმოწმებელი ნომერი უნიკალური პირის დადასტურება არ არის. ჰეში ანონიმური მონაცემი არ არის; შვიდი დღე შეფასების ინტერვალია და არა ავტომატური წაშლის ვადა. ეს ჩანაწერიც წაშლის მოთხოვნის ნაწილია.

5. გარე სერვისები და ნებართვები

  • NHTSA: ონლაინ VIN შემოწმებისას სრული VIN გადაეცემა აშშ-ის vPIC სერვისს (vpic.nhtsa.dot.gov); გაწვევების ძიებისთვის მარკა, მოდელი და წელი — api.nhtsa.gov-ს. აუქციონის/ძებნის გარე ბმულზე VIN ან მოთხოვნა შენ მიერ არჩეულ საიტს გადაეცემა. ფასიანი VIN-ისტორიის პარტნიორის ბმული ამ ვერსიაში გამორთულია.
  • OpenStreetMap: რუკის ფილების ჩატვირთვისას tile.openstreetmap.org იღებს IP-ს, მოთხოვნის მონაცემებსა და ნაჩვენები არეალის ფილებს. ბიზნესის პინით ან ტელეფონის მდებარეობით რუკის დაყენება ამ არეალს აჩვენებს მომწოდებელს პროფილის გაგზავნამდეც. უახლოესი ხელოსნის/ცენტრის სიის დასალაგებლად მიღებული კოორდინატები მხოლოდ ტელეფონში მუშავდება; სიის დალაგება GPS-ს Firebase-ში არ აგზავნის.
  • Nominatim: ხელოსნის დამატებისას ქალაქი/მისამართი ნიშნულის მოსაძებნად იგზავნება nominatim.openstreetmap.org-ზე აკრეფის შეჩერებიდან დაახლოებით ერთ წამში, პროფილის საბოლოო გაგზავნამდე; მას გადაეცემა IP და ტექნიკური მოთხოვნის მონაცემებიც. ბიზნესის პინის დაზუსტება ხელითაც შეგიძლია. მარშრუტის გახსნისას Google Maps იღებს შენ მიერ არჩეულ მისამართს ან კოორდინატებს.
  • protocols.ge: ჯარიმებისთვის იხსნება აპში ჩაშენებული საიტი. იქ შეგყავს სახელმწიფო ნომერი და რეგისტრაციის დოკუმენტის ნომერი; ისინი ამ სერვისს გადაეცემა, საკუთარი პირობებითა და cookies-ით. აპი კითხულობს დაბრუნებულ შედეგს და შენი არჩევანით ადგილობრივად ინახავს ჯარიმის მონაცემებს; Firebase-ში ჯარიმების სრული სია არ იგზავნება. ტექნიკურ ჟურნალში აღირიცხება რაოდენობა, ველების სახელები და ტიპები, არა ველების მნიშვნელობები. გადახდის გვერდზე შეყვანილი ინფორმაცია შესაბამის მომწოდებელს მიეწოდება; აპი ბარათის მონაცემებს არ ინახავს.
  • Firebase, Expo, Apple/Google: Firebase ამუშავებს ანგარიშსა და სერვერულ ჩანაწერებს; Expo Push Service და APNs/FCM — შეტყობინებებს. ტოკენი, პლატფორმა და თანხმობის არჩევანი ანგარიშს უკავშირდება. შეტყობინებები არჩევითია; „სიახლეები და ფასდაკლებები“ ცალკე თანხმობაა, საწყისად გამორთული, და პარამეტრებიდან იცვლება. სისტემური ნებართვის მიცემა მარტო სარეკლამო თანხმობას არ ნიშნავს. ადგილობრივი სერვისის, ტექდათვალიერების, სკანირებისა და ჯარიმის შეხსენებები ტელეფონში იგეგმება და ცალკე იმართება.
  • ჩვენი საიტი/Vercel: საწვავის ფასები, განახლების ინფორმაცია და ხელმოწერილი OBD JSON კონფიგურაცია მოდის avtoeqimi.ge-დან; ჰოსტინგი იღებს IP-სა და მოთხოვნის მეტამონაცემებს. ამ საჯარო ჩამოტვირთვებს ანგარიშის ან მანქანის მონაცემებს არ ვურთავთ. OBD მონაცემები და ცალკე ხელმოწერა HTTPS-ით ჩამოიტვირთება და Ed25519-ით მოწმდება; მონაცემები მართავს ჩაშენებულ მკითხველებს, შესრულებადი პროგრამული კოდი არ ჩამოიტვირთება. მისაღები შემოწმებული ქეში ან ჩაშენებული პარამეტრები ოფლაინაც გამოიყენება. გავრცელების ჯგუფის არჩევა მოწყობილობაზე ანგარიშის ID-ით ან ინსტალაციის გასაღებით ითვლება; ჩამოტვირთვის მოთხოვნას არ ახლავს ეს მნიშვნელობები ან UID.

მდებარეობა მხოლოდ შენი მოქმედებით გამოიყენება უახლოესი სერვისისთვის ან ბიზნესის პინის ასარჩევად; ნებართვა შეიძლება იყოს ზუსტი ან მიახლოებითი. ფონურ მდებარეობას არ ვიყენებთ; ქალაქისა და პინის ხელით არჩევა შესაძლებელია. Android 12-სა და უფრო ძველ ვერსიებზე Wi-Fi ქსელთან შეერთებას სისტემამ შეიძლება მდებარეობის ნებართვა მოსთხოვოს; Android 13-იდან Nearby Wi-Fi Devices გამოიყენება. Local Network/Wi-Fi წვდომა ადაპტერთან კავშირისთვისაა. ადაპტერის ლოკალური TCP კავშირი დაშიფრული არ არის; ონლაინ სერვერული კავშირები HTTPS-ს იყენებს. კამერა, მიკროფონი და კონტაქტები არ იკითხება.

აპში არ არის Firebase Analytics, Crashlytics ან სარეკლამო SDK და სარეკლამო ID არ იკითხება. საკუთარი ჟურნალების გაგზავნა მაინც მონაცემთა შეგროვებაა. მესამე მხარის საიტებმა შეიძლება გამოიყენონ საკუთარი cookies და ტექნიკური ჟურნალები; მათი შენახვის ვადებსა და დამოუკიდებელ დამუშავებას ჩვენ არ ვაკონტროლებთ. შეამოწმე მათი პირობები სერვისის გამოყენებამდე.

6. საიტის შეკვეთები და რეკლამა

საიტი და მისი სერვერული ფუნქციები Vercel-ზეა განთავსებული; ჰოსტინგი იღებს IP-ს, ბრაუზერისა და მოთხოვნის ტექნიკურ მონაცემებს. საიტიდან ფიზიკური ადაპტერის შეკვეთისას შეგყავს სახელი, ტელეფონი და მიწოდების მისამართი. მონაცემები Firebase-ში ინახება, შეკვეთის შესახებ Telegram-ით გვეცნობება და მიწოდებისთვის საჭირო ინფორმაცია კურიერს გადაეცემა. საიტიდან ხელოსნის პროფილის წარდგენაც ინახება და განიხილება, Telegram-ით გვეცნობება, დამტკიცების შემდეგ კი ქვეყნდება; ქალაქი/მისამართი Nominatim-ს გადაეცემა ჩვენი სერვერიდან. ელფოსტას Resend ამუშავებს. მონაცემებს არ ვყიდით და მომწოდებლებს დაუკავშირებელი მიზნებისთვის არ ვუზიარებთ.

საიტი იყენებს Meta Pixel-ს (Meta Platforms) რეკლამის შედეგების გასაზომად: გვერდის მონახულება, პროდუქტის ნახვა, კალათაში დამატება, შეკვეთის ფორმის გახსნა და წარმატებული შეკვეთა, ასევე მოწყობილობისა და ბრაუზერის ტექნიკური მონაცემები; შეიძლება გამოიყენოს cookies. ამ მოვლენებში სახელს, ტელეფონსა და მისამართს არ ვაგზავნით. cookies შეგიძლია შეზღუდო ან წაშალო ბრაუზერის პარამეტრებიდან; რეკლამა მართო Meta-ს რეკლამის პარამეტრებში. Meta Pixel მხოლოდ საიტზე გამოიყენება და არა აპში.

7. ბავშვები

აპი მძღოლებისთვისაა და 13 წლამდე ბავშვებზე მიმართული არ არის. ასაკს ტექნიკურად არ ვამოწმებთ. საჯარო კონტენტში პირადი ან არასრულწლოვნის მონაცემების გამოქვეყნება აკრძალულია.

8. მონაცემების წაშლა / Data deletion

აპიდან: სხვა → ანგარიში → „ანგარიშის წაშლა“ → „წაშლა“. სტუმრისთვის: სხვა → პარამეტრები → „მონაცემების წაშლა“ — რეგისტრაციისა და ტელეფონის შეყვანის გარეშე. ინტერნეტის გარეშე მოთხოვნა ამ მოწყობილობაზე ინახება; გასაგზავნად და სტატუსის სანახავად აპი ინტერნეტით გახსენი. მოთხოვნის დამუშავებისას ახალი ატვირთვები შეჩერებულია. „მოთხოვნა შენახულია“ დასრულებას არ ნიშნავს; აპი ცალკე გაჩვენებს დასრულებას ან გასამეორებელ ნაბიჯს.

წაშლა მოიცავს Firebase პროფილსა და Auth ანგარიშს, push ტოკენებს, ანგარიშთან დაკავშირებულ ყველა ტექნიკურ ჟურნალსა და მის ნაწილებს, მათ შორის მხარდაჭერის რეპორტზე მიმაგრებულ და ექსპერიმენტულ ჟურნალებს, შიდა ტექნიკური არქივის იდენტიფიცირებად ასლებს, მხარდაჭერის/VIN რეპორტებს, შეფასებებს, შეკეთების ტექსტებს/ფასებს, ტელეფონის ჰეშის ლიმიტებს, მოდერაციის შეტყობინებებს, დაბლოკვის სიებსა და ანგარიშთან დაკავშირებულ წინადადებებს. შენი ბიზნესის პროფილი წაიშლება, თუ მხოლოდ შენს ჩანაწერებს შეიცავს; სხვა ავტორების მასალის არსებობისას პირადი კონტაქტი, მისამართი, ფოტო, პინი და შენი UID მოიხსნება, პროფილი დაიმალება. შეფასების ჯამებიც გასწორდება.

ანგარიშთან დაკავშირებული შეკვეთებიდან რჩება მხოლოდ თარიღი, სტატუსი, რაოდენობა და თანხები, სახელის, ტელეფონისა და მისამართის გარეშე. ანგარიშთან დაუკავშირებელი საერთო სტატისტიკისა და უცნობი კოდების ჯამებს პიროვნების მიხედვით ვერ გამოვყოფთ. მოწყობილობაზე იწმინდება ანგარიშის მონაცემები, ჟურნალები და შენახული ავარიული დახურვის ჩანაწერი, ავტოფარეხი/VIN, ისტორია, ტესტები, შენახული ჯარიმები და აპის მართული ექსპორტები. აპის გარეთ შენ მიერ შენახულ/გაზიარებულ ფაილებსა და სხვა მომწოდებლის დამოუკიდებელ ჩანაწერებს ეს მოქმედება ვერ წაშლის. ანონიმურ დასრულების ქვითარში პირადი მონაცემები არ ინახება. ძველი სესიიდან მონაცემების ხელახლა ჩაწერის ასაცილებლად დროებით ინახება სერვერული ID-ის ცალმხრივი ჰეში, სახელისა და საკონტაქტო მონაცემების გარეშე. ის 65 წუთის შემდეგ იწურება და მომდევნო დამუშავებისას იშლება.

აპის გარეშეც შეგიძლია მოთხოვნა: მოგვწერე support@avtoeqimi.ge-ზე, სათაურით „Avtoeqimi — მონაცემების წაშლა“. მიუთითე ანგარიშის ID ან შეკვეთის დასადგენი მინიმალური მონაცემები, თუ გაქვს; პაროლს ან პირადობის დოკუმენტს ნუ გამოაგზავნი. დამატებითი დასადგენი ინფორმაცია მხოლოდ საჭიროებისას მოგთხოვთ. აპის ხელახლა დაყენება ან რეგისტრაცია საჭირო არ არის. ეს ალტერნატიული გზაა და არა აპიდან წაშლის აუცილებელი დამატებითი ნაბიჯი. დაგიდასტურებთ მიღებასა და დასრულებას; თუ საჭიროა სხვა ნაბიჯი ან კანონით განსაზღვრული შენახვა, აგიხსნით მიზეზსა და ვადას. შეკვეთის ან მხარდაჭერის მონაცემებსაც ამ გზით მოითხოვ. კითხვებისთვის ან გასწორებისთვის იგივე მისამართი გამოიყენე.

ხანმოკლე დაცვა წაშლის შემდეგ: ძველი ავტორიზაციის ტოკენით მონაცემების ხელახლა შექმნის ასარიდებლად სერვერზე რჩება წაშლილი UID-ის SHA-256 ჰეში და ვადის დრო. ეს ფსევდონიმური უსაფრთხოების ჩანაწერია, არა ანონიმური სტატისტიკა. ვადა 65 წუთია; გასვლის შემდეგ ჩანაწერს წაშლის მუშაკის მომდევნო წარმატებული გაშვება შლის.

9. კონტაქტი

შპს „ავტოექიმი“, ს/კ 402382337 · საქართველო, თბილისი, დიდუბის რაიონი, თევდორე მღვდლის ქ. N10, ბინა 17 · +995 595 55 43 20 · support@avtoeqimi.ge · პირობები და საჯარო კონტენტის წესები · Instagram · Facebook.

Privacy Policy (English summary)

Updated 8 November 2026 for the updated Avtoeqimi 1.3.0 app and avtoeqimi.ge. Controller: Avtoeqimi LLC, Georgian company ID 402382337; support@avtoeqimi.ge. Registration is optional for core diagnostics/demo. Profiles contain first/last name and optional phone (required for reviews, not SMS-verified). Firebase anonymous authentication can also create a guest technical UID. The UID, short account ID, registration/update timestamps, app version, exact native build number, platform and attributed submissions are stored by Firebase on our behalf for account management, support and abuse prevention. Full profiles are private. Public reviews show first name and surname initial; approved business submissions expose the submitted business details.

Before automatic uploads, the app presents a diagnostic-log notice and switch, initially on. Uploads wait until you save your choice. Turn it off there or in More → Settings; scans continue and manual support sending remains available. Turning it off stops automatic queue delivery, not deletion of existing uploads. When enabled, upload starts immediately after a real scan or connection attempt finishes, as soon as internet is available, without a three-day wait; offline logs wait on the phone. Logs contain commands/replies, adapter capabilities, DTCs/modules, protocols, vehicle make/model/year, connection quality, timing/errors, account ID/UID, app version, exact native build number and platform; crash text/stack/recent traffic can be sent on the next sync. Logs are used privately for support and compatibility work. Automatic logs redact full VIN/chassis/phone, retaining the VIN's first three maker characters and model-year character, but remain account-linked. Full-VIN unrecognized-car reporting is a separate choice, initially off, requiring automatic sharing too: VIN, make/model, responding modules and log, once per car per app version. Turning automatic logs off also stops these automatic reports.

Manual “I have a problem” reports require your confirmation and contain the description, account ID/UID, phone if entered, app version, exact native build number and platform. VIN/chassis, make/model, protocol, responding modules and selected log are included only with “Attach VIN and log”. Reports and attachments wait together offline; a report with an attachment is sent after its attachment is uploaded. Saved sessions and default Account log sends redact VIN, but crash text attached to a support report or manually sent with the Account screen's “including VIN” option may contain full VIN. These reports do not include contacts, photos or location.

The server retention limit is the latest two ordinary logs per account; periodic cleanup after uploads removes older logs and chunks. Support attachments and experimental-protocol logs are outside that cap and remain until account deletion or a deletion request. Copies in our internal technical archive are also outside the cap. No fixed archive expiry is set; identifiable archive copies are included in deletion processing, which cannot complete before they are handled. Local logs normally keep 30 sessions within roughly 5.9 MB Android/10 MB elsewhere, removing the oldest unprotected session first; pending logs and support attachments are protected until delivery and can exceed these limits. Sessions store time, vehicle make/model/year, adapter identity, protocol and a result summary with VIN redacted. More → Settings → Log lets you open sessions, share one or all through the system share sheet to recipients you choose, or send a selected session to us. From 1.2, demo scans create no log session, unknown-code report or statistics record; demo vehicle traffic is excluded from crash records.

Older versions: VIN redaction started in 1.2 and phone redaction in 1.3; in 1.1 and earlier, automatic logs are not redacted and may contain full VIN. Older manual/file-shared logs may also contain full VIN, and demo data may appear in logs, unknown-code reports and statistics. Version 1.2 uploaded ordinary logs about once every three days; older releases kept only the latest local session log. The consent and comprehensive deletion flows described for updated 1.3.0 do not describe older builds. You can also request deletion of older data by email.

Garage/VIN, mileage, scan history, Live Data, service records, hybrid/12 V battery tests, reminders and CSV/PDF exports are local except information sent through the described workflows. Saved fines include plate, amount, date, place and status; reminders are scheduled on-device. You initiate export sharing. Fleet statistics have a separate initially-on switch in More → Settings: retained payload contains make/model/year, engine/fuel if entered, a 50,000 km mileage band, DTC/module/status and UTC day, without UID/VIN/name/phone/plate/location/exact mileage or time. They support the Georgian vehicle reliability report and aggregate statistics; published groups require at least 30 distinct scans. Authenticated transport is distinct from the minimized stored payload. The statistics-sharing switch does not disable technical-log uploads; use the separate log switch. Automatic unknown-code reports (code/make/module) and separate anti-duplicate votes with UID/timestamp are independent of both switches and include no VIN/location.

Reviews, repair prices/text, proposals, business submissions, complaints and block lists are attributed to a UID. Business name, city/address, phone, hours, specialties, makes, optional photo URL and precise or approximate pin are account-linked, public only after approval; pending/rejected profiles are visible only to their owner and administrators. Complaints are private and code-description proposals await review. Failed community submissions queue on the phone for retry. Support/community records have no fixed automatic deletion period; linked records follow the deletion process below. Hosted photo requests expose ordinary request metadata to the image host; no photo-library/camera access. Public text requires rules acceptance, filtering and moderation. Each item offers reporting/author blocking; three independent reports hide it pending review. A separate private limiter record uses the normalized phone's SHA-256 hash, mechanic/account IDs and last review time. The same phone can add/edit a review for the same mechanic at seven-day intervals. An unverified phone does not prove a unique person; its hash is personal data, not anonymity. The interval does not mean deletion after seven days; the limiter is included in account/data deletion.

Online VIN checks send full VIN to NHTSA vPIC and make/model/year to NHTSA recalls. External auction/search buttons send the chosen VIN/query to the selected site; the paid VIN-history partner entry is disabled. OSM tiles receive IP, request metadata and viewed map area. Nominatim receives business city/address about a second after typing pauses to suggest an unset business pin, before profile submission. A business pin chosen from device location may expose that map area before submission. Nearby-list sorting itself stays on-device. Google Maps receives an address/pin when opened. protocols.ge opens inside the app and receives entered plate/registration-document identifiers and its own service/payment requests/cookies; the app reads returned fine results and saves them locally on request, not as a Firebase fine list. App logs record result counts, field names and types rather than fine values. The app stores no bank-card details; third-party retention/cookies are governed by their policies.

Firebase processes app records; Expo/APNs/FCM deliver optional notifications. Token/platform/consent are linked to UID; local service, inspection, scan and fine reminders are scheduled on-device and managed separately. First-party news/discounts require separate marketing opt-in, initially off and reversible in Settings. Location is optional and foreground-only for nearby services/business pins; manual city/pin selection remains possible. Local Network/Wi-Fi access connects the adapter. Android 12 and older Wi-Fi joining may require location; Android 13 and newer use Nearby Wi-Fi Devices. The accessory TCP connection is plaintext; online server connections use HTTPS. No contacts, microphone, camera or photo-library access, ad SDK, Firebase Analytics, Crashlytics or advertising-ID reads are used. Own crash/log collection is still collection.

Vercel hosts the site/server functions and receives IP/browser/request metadata, including requests for fuel prices, update information and signed OBD JSON downloads. We do not attach account or vehicle data to these public downloads. Configuration data and a detached signature arrive over HTTPS and are verified using Ed25519 and cached. They select bundled readers; no executable application code is downloaded. Eligible verified cached settings or built-in defaults remain available offline. Rollout selection uses an installation key or account ID locally; the download request does not transmit those values or UID. Website adapter orders use name/phone/address, Firebase, Telegram and delivery couriers; website business submissions are stored, reviewed and published after approval, with city/address sent to Nominatim from our server and Telegram notifications to us. Resend handles support email. We do not sell personal data or share it with providers for unrelated purposes.

The website uses Meta Pixel (Meta Platforms) to measure advertising: page/product views, Add to Cart, checkout opening and successful Purchase, plus device/browser technical data and possible cookies. Event payloads omit entered name/phone/address. Restrict or delete cookies in browser settings and manage advertising in Meta's ad settings. Meta Pixel is used only on the website, not in the app. The app is not directed at children under 13 and has no technical age assurance; posting children's personal data in public content is prohibited.

Data deletion — without reinstalling or registering

In the app: More → Account → Delete account; guests: More → Settings → Data deletion. Offline requests remain on the device until the app is opened online; uploads pause while pending. Queued is not completed. Processing removes linked Firebase/Auth/push/support/VIN/community/limiter/moderation/block data, every technical-log document and chunk including logs attached to support reports and experimental logs, and identifiable operational archive copies. It adjusts review totals and clears local account data, garage/VIN/history/logs/saved crash record/tests/fines and app-managed export files. Sole-owner business pages are removed; pages carrying others' contributions lose the departing owner's personal contact/address/photo/pin/UID and are hidden. For account-linked orders, only date/status/quantity/amounts remain, without customer identifiers. Website-only orders can be identified through the email request below. Unlinked aggregate statistics/unknown-code totals cannot be separated by person. They, a random non-identifying completion receipt, your outside-app exports, others' independent contributions and independent third-party service records are not erased by this action.

After deletion, an internal SHA-256 hash of the erased UID and expiry time temporarily prevent stale authorization tokens from recreating data. This is a pseudonymous security record, not anonymous statistics. It expires after 65 minutes and is removed by the next successful deletion-worker run after expiry.

You may also request account/data deletion by email, subject “Avtoeqimi data deletion”, with an account ID or minimal order-identifying information if available. Do not send passwords or identity documents. No reinstall or new registration is required. Email is an alternative, not an extra requirement for the in-app flow. We acknowledge receipt and completion and explain any necessary verification, delay or legally required retention with its reason/period. Contact the same address to correct data, complain about content or ask for help.

Instagram Facebook