50 ₾-დან · 2+ ცალი 48 ₾ · 5+ ცალი 45 ₾მიწოდება 5 ₾💳 ბარათით — მიწოდება უფასოან გადახდა მიღებისასამერიკული 1996-დან · ევროპული 2001-დან1 წლის გარანტიაარ იმუშავა? ფულს არ გადაიხდი
დახმარება

რამე არ მუშაობს? მოგვწერეთ.

მანქანა არ უკავშირდება, კოდს ახსნა არ აქვს ან აპლიკაცია მოულოდნელად დაიხურა? მოგვწერეთ. მიუთითეთ თქვენი ანგარიშის ID (აპლიკაციაში: სხვა → ანგარიში) — ასე უფრო სწრაფად ვნახავთ თქვენი ადაპტერის ტექნიკურ ჟურნალს.

ხელოსნებისთვის

ემსახურები ავტომობილებს?

დარეგისტრირდი უფასოდ და შემოწმების შემდეგ გამოჩნდი ავტოექიმის აპში.

გახდი ხელოსანი
დაკავშირება

როგორ დავაკავშირო ადაპტერი

  1. იპოვეთ OBD-II ბუდე. ჩვეულებრივ ის საჭის ქვემოთაა, მძღოლის ფეხებთან.
  2. ჩადეთ ადაპტერი ბუდეში. ადაპტერზე ნათურა უნდა აინთოს.
  3. ჩართეთ ანთება (გასაღები ON-ზე) ან დაქოქეთ ძრავი.
  4. ტელეფონის WiFi პარამეტრებში მიუერთდით ადაპტერის ქსელს (ხშირად „WiFi_OBDII“, „OBDII“ ან „V-LINK“). თუ პაროლს ითხოვს, სცადეთ 12345678.
  5. ტელეფონი გეტყვის, რომ ქსელს ინტერნეტი არ აქვს. ეს ნორმალურია, დატოვეთ მიერთებული.
  6. დაბრუნდით აპლიკაციაში და დააჭირეთ „დაკავშირება WiFi ადაპტერთან“.
კითხვები

ხშირი კითხვები

ადაპტერთან დაკავშირება

როგორ დავაკავშირო WiFi ELM327 ადაპტერი?

ჩადეთ ადაპტერი OBD ბუდეში (ჩვეულებრივ საჭის ქვემოთ, მძღოლის ფეხებთან) და ჩართეთ ანთება. ტელეფონის WiFi პარამეტრებში მიუერთდით ადაპტერის ქსელს (ხშირად „WiFi_OBDII“, „OBDII“ ან „V-LINK“; თუ პაროლს ითხოვს, სცადეთ 12345678). ტელეფონმა შეიძლება გითხრათ, რომ ქსელს ინტერნეტი არ აქვს — ეს ნორმალურია, დატოვეთ მიერთებული. შემდეგ აპში დააჭირეთ „დაკავშირება WiFi ადაპტერთან“.

iPhone ნებართვას მთხოვს. რა ვქნა?

პირველ დაკავშირებაზე iPhone იკითხავს „ლოკალურ ქსელზე წვდომის“ ნებართვას — ეს საჭიროა, რომ აპი ადაპტერს დაუკავშირდეს. დააჭირეთ ღილაკს „დაშვება“ (Allow). თუ შემთხვევით უარი თქვით, ჩართეთ ხელით: პარამეტრები → კონფიდენციალურობა → ლოკალური ქსელი → ავტოექიმი.

Android-ზე ინტერნეტი გაქრება?

არა. აპი ადაპტერის WiFi-ს მხოლოდ ადაპტერთან კავშირისთვის იყენებს, დანარჩენი (რუკა, ფასები, დახმარება) მობილური ინტერნეტით მუშაობს. მობილური ინტერნეტის გამორთვა საჭირო არ არის.

რა მისამართი და პორტი უნდა ეწეროს პარამეტრებში?

WiFi ადაპტერების უმეტესობა იყენებს მისამართს 192.168.0.10 და პორტს 35000 — ეს აპში ნაგულისხმევია. თუ არ უკავშირდება, აპი თავად სცდის სხვა გავრცელებულ ვარიანტებსაც (მაგ. 192.168.1.10:35000, 192.168.0.123:35000) და იმახსოვრებს იმას, რომელმაც იმუშავა. საჭიროების შემთხვევაში მისამართი ხელით შეცვალეთ პარამეტრებში.

იაფი ადაპტერი (v1.5, v2.1) იმუშავებს?

დიახ. ზოგი ასეთი ადაპტერი ზოგიერთ ბლოკს სრულად ვერ კითხულობს — მაშინ აპი გეტყვით: „ძრავის კოდები შემოწმდა. ეს ადაპტერი დანარჩენ ბლოკებს (ABS, ბალიშები, კოლოფი…) სრულად ვერ კითხულობს, ამიტომ მათი შედეგი შეიძლება არასრული იყოს.“ ძრავის შემოწმება და მონაცემები რეალურ დროში ასეთ ადაპტერზეც მუშაობს; სრული შემოწმებისთვის უკეთესი ადაპტერი დაგჭირდებათ.

ანთება და ძრავი

რას ნიშნავს „ჩართეთ ანთება“?

გასაღები ON პოზიციაზე უნდა იყოს (ან მანქანა ღილაკით უნდა ჩართოთ) და დაფა ანთებული ჩანდეს — ძრავის დაქოქვა აუცილებელი არ არის. ღილაკიან მანქანაზე დააჭირეთ „START/STOP“-ს მუხრუჭზე ფეხის დაუდებლად.

ანთება საკმარისია თუ ძრავი უნდა დავქოქო?

კოდების წასაკითხად საკმარისია ანთება. მონაცემების რეალურ დროში სანახავად, გაზის შემოწმებისთვის და ტექდათვალიერებისთვის ლამბდა-ზონდის შემოწმებისთვის ძრავი უნდა იყოს დაქოქილი და გამთბარი.

ჰიბრიდი ან ელექტრომობილი მაქვს. რა რეჟიმში ჩავრთო?

ჩართეთ მანქანა READY რეჟიმში — დაფაზე უნდა აინთოს მწვანე „READY“. მხოლოდ ანთების რეჟიმში ჰიბრიდის ბატარეა და ზოგი ბლოკი არ პასუხობს.

სკანირების შუაში ბლოკები გაქრა. რატომ?

ზოგი მანქანა რამდენიმე წუთში ბლოკებს „ძილის“ რეჟიმში გადაიყვანს. სკანირება გაუშვით ანთების ჩართვისთანავე. თუ აპი გეტყვით, რომ ბლოკები ძილის რეჟიმშია, ხელახლა ჩართეთ ანთება და სკანირება თავიდან დაიწყეთ.

იაპონიიდან ჩამოყვანილი მანქანები

ჩემს მანქანას VIN არ აქვს, მხოლოდ შასის ნომერი. აპი ცნობს?

დიახ. აპი იაპონურ შასის ნომრებს ცნობს Toyota-ზე, Lexus-ზე, Honda-ზე, Nissan-ზე, Mazda-ზე, Subaru-ზე, Mitsubishi-ზე, Suzuki-ზე და Daihatsu-ზე.

რატომ წერია, რომ გამოშვების წელი უცნობია?

შასის ნომერი, VIN-ისგან განსხვავებით, წელს არ შეიცავს, ამიტომ აპი წელს ვერ განსაზღვრავს. თუ შასის ნომრის დასაწყისი აპისთვის ჯერ უცნობია, ის მანქანას აჩვენებს სახელით „იაპონია“, მარკისა და მოდელის გარეშე. შემოწმება მაინც ჩვეულებრივ მუშაობს.

ტექდათვალიერების წინასწარი შემოწმება

Check Engine ანთია. ტექდათვალიერებას ვერ გავივლი?

საქართველოში მხოლოდ Check Engine-ის ნათურა ტექდათვალიერების გავლას ხელს არ უშლის. მნიშვნელოვანია, რომ არ ენთოს უსაფრთხოების ბალიშის ნათურა, კატალიზატორი მუშაობდეს და ლამბდა-ზონდები გამართული იყოს. აპი სწორედ ამ საკითხებს ამოწმებს და გეტყვით, სად არის რისკი.

რას ზომავს აპი და რას — არა?

აპი კითხულობს უსაფრთხოების ბალიშების, კატალიზატორისა და ლამბდა-ზონდების შეცდომებს და მზადყოფნის ტესტებს, ხოლო გამთბარ ძრავზე — ლამბდა-ზონდის მონაცემებს რეალურ დროში. აპი ვერ ზომავს CO-ს (ნახშირჟანგის) პროცენტს, მუხრუჭების ეფექტურობას, განათებას და სხვა მექანიკურ ნაწილებს. შედეგი წინასწარი შეფასებაა; საბოლოო გადაწყვეტილებას ტექდათვალიერების ცენტრი იღებს.

სად არის უახლოესი ტექდათვალიერების ცენტრი?

აპში არის ტექდათვალიერების ცენტრების რუკა. რუკის ჩასატვირთად ინტერნეტი საჭიროა.

გაზზე მომუშავე მანქანას რა უნდა ჰქონდეს?

ტექდათვალიერებაზე ამოწმებენ LPG/CNG სისტემის სერტიფიკატს, ამიტომ წინასწარ მოამზადეთ. გაზზე და ბენზინზე მუშაობის შედარება შეგიძლიათ აპის ფუნქციით „გაზის შემოწმება“.

ჰიბრიდის ბატარეა

როგორ შევამოწმო ჰიბრიდის ბატარეა?

მხარდაჭერილ Toyota/Lexus-ის ჰიბრიდებზე ნახავთ ხელმისაწვდომი ბლოკების ძაბვას, მათ სხვაობას, ტემპერატურასა და დამუხტვის დონეს. ზუსტი სია თაობასა და ბატარეის ტიპზეა დამოკიდებული. ჩართეთ მანქანა READY რეჟიმში და გაუშვით ტესტი.

რას ნიშნავს ბატარეის პროცენტი შედეგში?

ეს არის აპის შეფასება ბლოკების ძაბვის სხვაობის, ყველაზე სუსტი ბლოკისა და ტემპერატურის მიხედვით. ეს არ არის ბატარეის რეალური ტევადობის გაზომვა. ყველაზე სასარგებლოა ერთი მანქანის შედეგების შედარება დროთა განმავლობაში.

ელექტრომობილის ბატარეას შეამოწმებს?

ბატარეის მონაცემები ხელმისაწვდომია მხარდაჭერილ ჰიბრიდებსა და ელექტრომობილებზე. მაჩვენებლების სია მოდელზე, წელზე და ადაპტერზეა დამოკიდებული. თუ წაკითხვა ვერ მოხერხდა, აპი ამას პირდაპირ გეტყვით. შედეგი ტევადობის სრული ტესტი არ არის.

ბლოკები, რომლებიც არ იკითხება

რას ნიშნავს „ვერ დავუკავშირდით“?

ტექსტი „ვერ დავუკავშირდით — ეს ბლოკი ჩვეულებრივი OBD ადაპტერით არ იკითხება“ ნიშნავს, რომ ბლოკი ამ კავშირის მეთოდით არ იკითხება. ეს არ ნიშნავს, რომ ბლოკი გაუმართავია.

რატომ წერია კოლოფის ბლოკზე „არ უპასუხა“?

აპი წერს: „კოლოფის ბლოკმა არ უპასუხა. შესაძლოა მექანიკური კოლოფია, ან ეს მარკა ჯერ არ არის მხარდაჭერილი.“ ეს არ ნიშნავს, რომ კოლოფი გაუმართავია.

რატომ წერია სხვა ბლოკზე „არ უპასუხა“?

აპი წერს: „ამ მანქანაზე ბლოკმა არ უპასუხა. ამ მარკაზე ეს ბლოკი ჯერ არ იკითხება.“ მიზეზი ასევე შეიძლება იყოს სუსტი ადაპტერი ან მანქანის „ძილის“ რეჟიმი. თუ ფიქრობთ, რომ ბლოკი უნდა იკითხებოდეს, გამოგვიგზავნეთ ჟურნალი.

ინტერნეტის გარეშე

აპი ინტერნეტის გარეშე მუშაობს?

დიახ. სკანირება, კოდების ქართული განმარტებები, მონაცემები რეალურ დროში და ბატარეის შემოწმებები ინტერნეტის გარეშე მუშაობს. ინტერნეტი საჭიროა რუკისთვის, საწვავის ფასებისთვის, VIN-ის ონლაინ შემოწმებისთვის, ჟურნალის გასაგზავნად და ჩვენთვის მოსაწერად.

კონფიდენციალურობა და დახმარება

რა არის ჟურნალი და რა ინახება?

ჟურნალი ადაპტერსა და მანქანას შორის მიმოწერის ჩანაწერია. 1.3 ვერსიიდან რეალური სკანირების ან დაკავშირების შემდეგ ავტომატურად იგზავნება, როგორც კი ინტერნეტი ხელმისაწვდომია; ინტერნეტის გარეშე ტელეფონში ელოდება. ავტომატურ ჟურნალში VIN, შასისა და ტელეფონის ნომრები დაფარულია. აპის ვერსია და აწყობის ზუსტი ნომერი პრობლემის პოვნაში გვეხმარება. სერვერზე ბოლო ორი ჩვეულებრივი ჟურნალი რჩება; მხარდაჭერის დანართები და ექსპერიმენტული პროტოკოლების ჟურნალები ამ ლიმიტის მიღმა ინახება. შენახვისა და წაშლის პირობები.

ჩემ მიერ არჩეულ ჟურნალში VIN ჩანს?

შენახულ სკანირების სესიებში VIN დაფარულია. „პრობლემა მაქვს“ განყოფილებაში აირჩიეთ შესაბამისი სესია — შეტყობინება ჟურნალის ატვირთვის შემდეგ გაიგზავნება; ინტერნეტის გარეშე ორივე ტელეფონში დაელოდება. ავტომატურ „ამოუცნობი მანქანა“ რეპორტში VIN შეიძლება ცალკე ველად იყოს, თუმცა ჟურნალში იფარება. ანგარიშის გვერდიდან სრული ჟურნალის გაგზავნას ცალკე თანხმობა სჭირდება; ის შეიძლება სრულ VIN-ს შეიცავდეს.

როგორ წავშალო ჩემი მონაცემები?

სხვა → ანგარიში → „ანგარიშის წაშლა“ შლის პროფილს, ანგარიშთან დაკავშირებულ სერვერის ჟურნალებსა და მათ ნაწილებს, მხარდაჭერის შეტყობინებებსა და მიმაგრებულ ჟურნალებს. შეფასებები, ფასები, ხელოსნის პროფილი და შეფასებების ლიმიტის ჩანაწერები ავტომატურად არ იშლება. მათ ან შიდა არქივის ასლების წასაშლელად მოგვწერეთ support@avtoeqimi.ge-ზე. სკანირების ისტორია და ავტოფარეხი ტელეფონში რჩება. სხვა გამონაკლისები და ძველი ვერსიების განსხვავებები აღწერილია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

სად გაქრა მანქანის ქულა?

1.3 ვერსიაში მანქანის საერთო ქულა მოვხსენით. ნახავთ წაკითხულ კოდებს, ტესტების შედეგებს და წაკითხვის შეზღუდვებს.

როგორ ჩავრთო დემო რეჟიმი ან შევცვალო იერსახე?

სხვა → პარამეტრები → დემო რეჟიმი. ჩამრთველი მაშინვე ინახება; შენახვის ცალკე ღილაკი აღარ არის. ნამდვილი მანქანისთვის დემო რეჟიმი გამორთეთ. ღია ან მუქი იერსახე პირველად გახსნისას აირჩიეთ ან იმავე პარამეტრებში შეცვალეთ.

ძველ BMW-ზე ყველა ბლოკს წაიკითხავს?

ზოგ ძველ BMW-ზე (მაგ. E36/E39/E46) ძრავისა და, სადაც ხელმისაწვდომია, კოლოფის გარდა სხვა ბლოკებს ჩვეულებრივი ELM327 ვერ კითხულობს. შეზღუდვები მანქანის პროტოკოლსა და ადაპტერზეა დამოკიდებული. არწაკითხული ბლოკი გამართულს არ ნიშნავს.

როგორ დაგიკავშირდეთ?

აპში აირჩიეთ „პრობლემა მაქვს“ ან მოგვწერეთ support@avtoeqimi.ge-ზე. აპიდან გაგზავნილ წერილს თქვენი ანგარიშის ID თავად დაერთვება.

Instagram Facebook